პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპის განცხადებით, "სულელ ადამიანებს" უნდოდათ, რომ მას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა

დონალდ ტრამპის განცხადებით, „სულელ ადამიანებს“ რუსეთისთვის სანქციების დაწესება სურდათ, თუმცა ამ შემთხვევაში ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის ციხიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდებოდა. მისი თქმით, მოსკოვი სანქციებზე უბრალოდ იცინის.

დონალდ ტრამპის განცხადებით, "სულელ ადამიანებს" უნდოდათ, რომ მას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა
რუსთავი 2

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, "სულელ ადამიანებს" უნდოდათ, რომ მას რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. მისი შეფასებით, სანქციების დაწესების შემთხვევაში, ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის რუსეთის ციხიდან გათავისუფლება ვერ მოხერხდებოდა.

"ადამიანებს, სულელ ადამიანებს, სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსკოვი მსგავს შეზღუდვებს უბრალოდ დასცინის. "ისინი სანქციებზე იცინიან", - აღნიშნა ტრამპმა. საკუთარი პოზიციის ასახსნელად, მან სტივენ ჰაბარდის საქმე მოიყვანა. ტრამპმა კითხვა დასვა, როგორი იქნებოდა ვითარება, მას რომ ვლადიმერ პუტინისთვის ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება ეთხოვა და ამავდროულად რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა. "შეგიძლიათ წარმოდგენა?" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

74 წლის, პენსიაზე გასული მასწავლებელი, მიჩიგანის შტატიდან, სტივენ ჰაბარდი, რუსულმა ძალებმა უკრაინაში 2022 წლის აპრილში დააკავეს. რუსეთმა იგი დამნაშავედ ცნო დაქირავებული მებრძოლის სტატუსით უკრაინის მხარეს ბრძოლაში. შეერთებულმა შტატებმა ჰაბარდი იმ ამერიკელთა სიაში შეიყვანა, რომლებიც უცხო ქვეყანაში უკანონოდ არიან დაკავებული.

ჰაბარდი 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს, სანქტ-პეტერბურგში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის დროს. ტრამპის განცხადებით, მან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება სთხოვა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჰაბარდის გათავისუფლება პატიმრების გაცვლის შედეგად არ მომხდარა.

კრემლის განცხადებით, ჰაბარდი ჰუმანიტარული მოსაზრებებით გაათავისუფლეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპის განცხადებით, „სულელ ადამიანებს“ სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ადამიანებს, სულელ ადამიანებს, სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დამეწესებინა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, „სულელ ადამიანებს“ სურდათ, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები