ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევამდე საკუთარ ქვეყანას, პოლონეთს მიხედოს, სადაც, მისი მტკიცებით, პოლიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ალყა შემოარტყა და თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერად შეუჩერა.

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირერუსთავი 2

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

სადღობელაშვილის განცხადებით, პოლიციამ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია, შენობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.

სადღობელაშვილი ჰერჩინსკის მოუწოდებს, სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევიან და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაატარებენ, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედონ დემოკრატიას.

"მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბნ პაველ ჰერჩინსკის!

- ბატონო ელჩო ეს არის თქვენი საქებარი "ევროპული სტანდარტი"?!

მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენსც ინტერესით ვადევნებთ თვალს, რა ხდება დღეს თქვენს მშობლიურ პოლონეთში. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, შენობა ალყაში მოაქცია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.

ახლა კი ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვები გვაქვს თქვენთან: ეს არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის მაგალითადაც ევროკავშირი მოგვიწოდებს? სპეცრაზმით საკონსტიტუციო სასამართლოში შეჭრა და შენობის ალყაში მოქცევა "ევროპული სტანდარტია"? როდესაც საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად აკრიტიკებთ და "დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობთ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიციურ პროცესებზე რას იტყვით?

სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე!", - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბნ პაველ ჰერჩინსკის! - ბატონო ელჩო ეს არის თქვენი საქებარი "ევროპული სტანდარტი"?! მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენსც ინტერესით ვადევნებთ თვალს, რა ხდება დღეს თქვენს მშობლიურ პოლონეთში. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, შენობა ალყაში მოაქცია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა. ახლა კი ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვები გვაქვს თქვენთან: ეს არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის მაგალითადაც ევროკავშირი მოგვიწოდებს? სპეცრაზმით საკონსტიტუციო სასამართლოში შეჭრა და შენობის ალყაში მოქცევა "ევროპული სტანდარტია"? როდესაც საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად აკრიტიკებთ და "დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობთ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიციურ პროცესებზე რას იტყვით? სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და "დემოკრატიის გაკვეთილებს" ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე!“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გია აბაშიძე: Pan Herczyński, თქვენს სამშობლოში საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცების მცდელობა და სასამართლოს პოლიტიზება აღარ გიჩენთ კითხვებს? თუ იქ დემოკრატიის ნგრევას "ევროპული დინამიკა" ჰქვია, ხოლო საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას - "უკუსვლა"?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები