მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, იტალიური „იუვენტუსი“ ლუჩიანო სპალეტის შესაძლო გათავისუფლების შემთხვევაში, გერმანელი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს. ტურინულმა კლუბმა ნაგელსმანთან უკვე გამართა პირველადი მოლაპარაკებები, რომელიც პოზიტიურად შეფასდა.

ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, "იუვენტუსი" ლუჩიანო სპალეტის გაშვების შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იულიან ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს.
ტურინელებმა გერმანელ სპეციალისტთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გამართეს, რომელმაც საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა. "ვეკია სინიორას" ამჟამინდელ თავკაც ლუჩიანო სპალეტის კარგი დროება არ უდგას და თუ უახლოეს მომავალში შედეგები არ გამოასწორა, გადააყენებენ.
ნაგელსმანის გარდა პრესაში "იუვენტუსის" ახალ შესაძლო დამრიგებლად ანტონიო კონტესა და სტეფანო პიოლისაც ასახელებენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…