დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
La Gazzetta dello-ს ცნობით, „იუვენტუსიდან“ ლუჩიანო სპალეტის შესაძლო დათხოვნის შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი „ალ-ჰილალის“ დამრიგებელი სიმონე ინძაგი იქნება.

La Gazzetta dello-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "იუვენტუსი" გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანო სპალეტის დაითხოვს, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალის" ამჟამინდელი თავკაცი სიმონე ინძაგი იქნება.
"პარტენოპეის" ყოფილი დამრიგებლის ხელმძღვანელობით ტურინელებს ძალიან ცუდი სეზონი აქვთ და სერია A-ს 7 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.
იმ შემთხვევაში, თუ "ვეკია სინიორა" შედეგებს არ გამოასწორებს, სპალეტის მალე გაათავისუფლებენ და "იუვენტუსს" ახალი მწვრთნელი დასჭირდება.
რაც შეეხება ინძაგის, ის საუდის არაბეთში წასვლამდე "ლაციოსა" და "ინტერში" ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა. ამ უკანასკნელში მან 2023/24 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, მან ასევე ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ სუპერ თასი მოიგო.
"ნერიაძურიმ" ინძაგის ხელმძღვანელობით 2023 და 2025 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…