საზოგადოება · 31 ოქტომბერი, 13:12
ქართული ტრადიციები, კულტურა და ხელოვნება - ბელგიაში "თბილისქალაქობა" აღნიშნეს
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში „თბილისქალაქობა“ აღნიშნეს, სადაც ქართული ტრადიციების, სამზარეულოსა და კულტურის წარმოსაჩენად საკონცერტო პროგრამა გაიმართა.
ანტვერპენში "თბილისქალაქობა" აღნიშნეს. ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩენად გამართულ ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ქართველები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა ქართული სამზარეულოს ტრადიციები გააცოცხლეს.
ღონისძიების ფარგლებში, ლიტერატურული თეატრისა და საკვირაო სკოლის წევრებმა მაყურებელს საკონცერტო პროგრამაც წარუდგინეს. მონაწილეებმა თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლებიდან ფრაგმენტები შეასრულეს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…