ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სარჩელზე: არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, საით უნდა გადაიხაროს თემიდას სასწორი

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა გრძელდება: „ქართული ოცნება“ ოპონენტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს, ხოლო „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე ამტკიცებს, რომ სარჩელს იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ გააჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება. გუშინდელი პროცესი კი "ლელოს" და გახარიას პარტიის ახსნა-განმარტებებით დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ სარჩელის არსი ვერ გაიგეს, რა დროსაც არსიც და შინაარსიც პლენუმის წევრებმა განუმარტეს.

ორკვირიანი განხილვების თავზე, მმართველი პარტია ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია. ის ძალები, კი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს აორგანიზებდნენ და ახდენდნენ, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, საით უნდა გადაიხაროს თემიდას სასწორი.

"საზოგადოებამ დაინახა, რაც მთავარია, თუ სად არის სიმართლე. იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, საით უნდა გადაიხაროს თემიდას სასწორი", - აცხადებს გიორგი სიორიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ნაცი თავის ზნეს არასდროს მოიშლის - არც საკონსტიტუციო სასამართლოში გასწორდება მისი ზნე" - არჩილ გორდულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები