ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი

ქართული ოცნებალელოსაკონსტიტუციო სასამართლო

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელოვნურად შეკერილი. მისი თქმით, სასამართლოში დოკუმენტურად დაასაბუთებენ, რომ თავად მმართველი გუნდი უთხრიდა ძირს ევროინტეგრაციას.

გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი
გიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილიინტერპრესნიუსი

ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი, - ასე გამოეხმაურა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს.

მისი განმარტებით, სასამართლო განხილვებზე ოპოზიციური მხარე დოკუმენტურად დაასაბუთებს, „თუ როგორ უთხრიდა ძირს თავად მმართველი გუნდი საქართველოს დასავლურ პერსპექტივას 2022 წლიდან მოყოლებული“.

„დღეს ვისაუბრებთ ძირითადად იმ საკითხებზე, რაც სარჩელს შეეხება - საქართველოს საგარეო კურსზე, „ქართული ოცნების“ პრორუსული, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის დაკანონებისა და ვალდებულებად ქცევის მცდელობაზე. აგრეთვე დოკუმენტურად და არგუმენტირებულად იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ უშლიდა თავად „ქართული ოცნება“ ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც კონსტიტუციურ ბრალად გვდებს თავად მმართველი გუნდი. ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხები გვექნება. დაინახავს სასამართლოც და ქართული საზოგადოებაც, რომელიც დიდი ინტერესით აკვირდება პროცესს.

მთავარი არის ის, რომ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. რამდენად არის ის პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ და მხოლოდ, სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი, გადაბმული რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები, რომლებსაც თითქოს ერთი საერთო მიზანი აქვთ, მაგრამ ეს არ მტკიცდება არანაირად და არის უბრალოდ სასაცილო უკვე საზოგადოების თვალში, როგორც გამოიყურება „ქართული ოცნების“ სარჩელიც და მათი არგუმენტაციაც. არანაირი კავშირი არ არის არაკონსტიტუციურად ცნობასთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში ბოლო წლის განმავლობაში, როგორ უთხრიდა ძირს „ქართული ოცნება“ საქართველოს დასავლურ პერსპექტივას და როგორ არღვევდა კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წყობილებას როგორ ხელყოფდა თავად“,- აცხადებს გიორგი სიორიძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ როგორ უთხრიდა ძირს თავად მმართველი გუნდი საქართველოს დასავლურ პერსპექტივას 2022 წლიდან მოყოლებული“
„დღეს ვისაუბრებთ ძირითადად იმ საკითხებზე, რაც სარჩელს შეეხება - საქართველოს საგარეო კურსზე, „ქართული ოცნების“ პრორუსული, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის დაკანონებისა და ვალდებულებად ქცევის მცდელობაზე. აგრეთვე დოკუმენტურად და არგუმენტირებულად იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ უშლიდა თავად „ქართული ოცნება“ ხელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2022 წლიდან მოყოლებული, რასაც კონსტიტუციურ ბრალად გვდებს თავად მმართველი გუნდი. ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხები გვექნება. დაინახავს სასამართლოც და ქართული საზოგადოებაც, რომელიც დიდი ინტერესით აკვირდება პროცესს. მთავარი არის ის, რომ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს. რამდენად არის ის პოლიტიკურად მოტივირებული მხოლოდ და მხოლოდ, სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი, გადაბმული რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი პრეტენზიები, რომლებსაც თითქოს ერთი საერთო მიზანი აქვთ, მაგრამ ეს არ მტკიცდება არანაირად და არის უბრალოდ სასაცილო უკვე საზოგადოების თვალში, როგორც გამოიყურება „ქართული ოცნების“ სარჩელიც და მათი არგუმენტაციაც. არანაირი კავშირი არ არის არაკონსტიტუციურად ცნობასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში საზოგადოებისა და სასამართლოს წინაშე დავამტკიცოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში ბოლო წლის განმავლობაში, როგორ უთხრიდა ძირს „ქართული ოცნება“ საქართველოს დასავლურ პერსპექტივას და როგორ არღვევდა კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წყობილებას როგორ ხელყოფდა თავად“
გიორგი სიორიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე სასამართლოს - გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი! „ქართული ოცნება“, ძალა, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა დარჩება მარტო და თუ ასე მოხდება, „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები