ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ფროზინონეს“ ქართველი შემტევით გიორგი კვერნაძით „რომას“ გარდა „კრისტალ პალასი“, „ევერტონი“ და „მონაკო“ ინტერესდებიან. ფეხბურთელმა „ლეჩესთან“ მატჩში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და პენალტი მოიპოვა.

კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავსსპორტალი

სერია A-ს მეცხრე ტურში "ფროზინონემ" საკუთარ მოედანზე "ლეჩე" 5:1 დაამარცხა. მასპინძელთა 23 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ 2 ასისტი მიითვალა, პენალტი მოინადირა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ ჩვენებურის მიმართ დაინტერესებულ გუნდთა რიცხვმა იმატა და ახლა რადარზე პრემიერ ლიგის გუნდებიც გამოჩდნენ.

ქართველის მომავალ შესაძლო გუნდად ადრე მხოლოდ "რომას" ასახელებდნენ, ახლა კი "ჯალოროსისთან" ერთად სკირას ინფორმაციით, საქმეში "კრისტალ პალასი", "ევერტონი" და "მონაკოც" არიან.

კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრაში 5 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEO] კვერნაძის მოპოვებული პენალტი და ორი საგოლე პასი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები