მარკო რუბიოს განცხადებით, მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას, რაც საფრთხეს უქმნის ენერგიის, სურსათის მიწოდებასა და ვაჭრობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას.
აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პლენარულ სესიაზე გააკეთა, სადაც ნაოსნობის თავისუფლებასა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ.
რუბიოს განმარტებით, დიპლომატებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მისი თქმით, მათი ამოცანაა, თავიანთი ქვეყნების სახელით ერთად იმუშაონ, კრიზისებზე რეაგირება შეათანხმონ და საერთო ინტერესები დაიცვან.
„მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას. ამ კრიზისების დიდი ნაწილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკური წესრიგის ძირითად საფუძვლებს, ენერგიისა და სურსათის მიწოდებას, სურსათის ბაზრებს, გლობალური მიწოდების ჯაჭვს, ვაჭრობას და ნაოსნობის თავისუფლებას. „დიდი ოცეულის“ წევრები ერთად უნდა გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს, გააძლიერონ ეკონომიკური მედეგობა, დაიცვან ბაზრები“, - განაცხადა რუბიომ.
ციტატები სტატიიდან
„მსოფლიო ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კრიზისების წინაშე დგას. ამ კრიზისების დიდი ნაწილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური ეკონომიკური წესრიგის ძირითად საფუძვლებს, ენერგიისა და სურსათის მიწოდებას, სურსათის ბაზრებს, გლობალური მიწოდების ჯაჭვს, ვაჭრობას და ნაოსნობის თავისუფლებას. „დიდი ოცეულის“ წევრები ერთად უნდა გაუმკლავდნენ ამ საფრთხეებს, გააძლიერონ ეკონომიკური მედეგობა, დაიცვან ბაზრები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…