მარკო რუბიო: საერთაშორისო სისტემა კრიზისშია, რადგან თავის პირველად მანდატს გასცდა. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაეროს ასამბლეის ფარგლებში არსებული საერთაშორისო სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის კრიზისშია, რადგან გასცდა პირვანდელ მანდატს და ვერ ახერხებს მსოფლიო კონფლიქტების გადაჭრას.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, გაეროს ასამბლეის ფარგლებში ჟურნალისტებთან კომენტარისას მოქმედი საერთაშორისო სისტემა არაეფექტიანობის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ის კრიზისშია.
რუბიოს განცხადებით, მრავალმხრივი ინსტიტუტები თავიანთ პირვანდელ მანდატებს გასცდნენ და მასშტაბური კონფლიქტების დარეგულირება ვერ შეძლეს.
„საერთაშორისო სისტემა დღეს საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, ისევე, როგორც ეს საერთაშორისო ნორმები, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] და მე ამას თავიდანვე ვუსვამდით ხაზს: ამ ადმინისტრაციის პოზიციით, ნებისმიერი მთავრობის უპირველესი და მთავარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. მრავალმა ლიდერმა მიუთითა იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია - ის მარცხდება, რადგან გასცდა თავის პირველად მანდატს. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა რუბიომ.
ციტატები სტატიიდან
„საერთაშორისო სისტემა დღეს საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, ისევე, როგორც ეს საერთაშორისო ნორმები, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] და მე ამას თავიდანვე ვუსვამდით ხაზს: ამ ადმინისტრაციის პოზიციით, ნებისმიერი მთავრობის უპირველესი და მთავარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. მრავალმა ლიდერმა მიუთითა იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია - ის მარცხდება, რადგან გასცდა თავის პირველად მანდატს. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.