ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - პოლონეთში აშშ-ის ელჩი

პოლონეთში აშშ-ის ელჩის, ტომ როუზის შეფასებით, საკონსტიტუციო ტრიბუნალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უპრეცედენტო დაპირისპირებაა. დაძაბულობას წინ უძღოდა ტრიბუნალის ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეჩერება და შენობასთან დემონსტრანტებისა და სამართალდამცავების შეტაკება.

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - პოლონეთში აშშ-ის ელჩი
„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - პოლონეთში აშშ-ის ელჩიTV პირველი

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ" - ასე ეხმაურება პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენებს პოლონეთში აშშ-ის ელჩი, ტომ როუზი.

როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, აშშ პოლონეთის მხარეს არის და მის მხარდაჭერას განაგრძობს.

ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას და საკონსტიტუციო ორგანოს დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილებას. ორივე მხარე სრულიად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რატომ. ის, რაც ახლა პოლონეთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება გაცილებით უარეს მოვლენებში გადაიზარდოს.

ჩვენი ადგილი არ არის, რომ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩავერიოთ ან იგი განვსაჯოთ. ჩვენ ვზრუნავთ იმ ქვეყნის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ მომავალზე, რომელსაც მეგობარსა და მოკავშირეს სიამაყით ვუწოდებთ“, - წერს აშშ-ის ელჩი X-ზე.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ“
ტომ როუზი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქუჩის მასშტაბური პროტესტები და დაპირისპირება - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები