ქუჩის მასშტაბური პროტესტები და დაპირისპირება - პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო არსებული კრიზისი გამწვავდა
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარის გადაყენებას ქუჩის მასშტაბური პროტესტი და სამართალდამცველებთან ფიზიკური შეტაკებები მოჰყვა. ოპოზიციამ და სასამართლომ მთავრობის ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასეს.

პოლონეთში პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისი კულმინაციამდე მივიდა - ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის უპრეცედენტო დაპირისპირებამ ვარშავაში დაძაბულობა და ქუჩის მასშტაბური პროტესტები გამოიწვია.
კონფლიქტის ეპიცენტრი საკონსტიტუციო ტრიბუნალია, რომლის გარშემოც ძალაუფლებისთვის ბრძოლა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობის მხარდაჭერით სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაუშვეს.
პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯს „კანონის უზენაესობის აღდგენითა“ და წინა ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრებული პოლიტიკური კონტროლისგან ინსტიტუტის გაწმენდით ამართლებს.
საპასუხოდ, ოპოზიციამ და თავად საკონსტიტუციო ტრიბუნალმა მიმდინარე პროცესები „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ შეაფასეს.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრეზიდენტმა სენეგალში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტი გზაში შეწყვიტა, თვითმფრინავი ვარშავისკენ შემოაბრუნა და პირადად მივიდა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან. სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ შენობის ბლოკირების ფონზე, ადგილზე შეკრებილ ათასობით დემონსტრანტსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური შეტაკებები მოხდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პოლიციამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში რეიდი ჩაატარა
პოლონეთში მომიტინგეები საკონსტიტუციო სასამართლოს ჭიშკრის დაზიანებას ცდილობენ
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში პოლიციამ რეიდი ჩაატარა - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება – პოლიციამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში რეიდი ჩაატარა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…