პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავლენების გადანაწილებას უკავშირებენ - კრიზისი პოლონეთში

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის უფლებამოსილების შეჩერებას საპროტესტო ტალღა და დაპირისპირება მოჰყვა. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და ოპოზიცია პრემიერ დონალდ ტუსკს სასამართლო ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გავლენების გადანაწილებას უკავშირებენ და პროტესტი, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ სადავო გადაწყვეტილებას მოჰყვა - დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სეიმის მიერ არჩეულმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვენჩკოვსკის და მის მოადგილეს, უფლებამოსილების განხორციელება ერთი თვით აუკრძალა. მოსამართლე პიოტროვსკამ ტრიბუნალის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღო.

გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა პოლონეთის საზოგადოების ნაწილი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლიანობის" მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის კარის შემტვრევა და სასამართლოს შენობაში შესვლა ცადეს.

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი მივიდა. კაროლ ნავროცკიმ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლიანობის" მხარდაჭერილი კანდიდატია, სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა შენობაში შესვლა მაინც შეძლო.

ის, რაც ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევად და საკონსტიტუციო ორგანოს ძალის გამოყენებით დაუფლებად ფასდება, კანონის უზენაესობის აღდგენაა პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის. დონალდ ტუსკი ამბობს, რომ ახლა გადამწყვეტი მოქმედების დროა და ყოფილი ხელისუფლების კადრებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

შექმნილი ვითარების გამო, სასამართლო ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ პოლონეთის მოქმედ პრემიერს ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი. პოლიტიკოსები პოლონეთის მთავრობის მმართველობის დასასრულს წინასწარმეტყველებენ.

პოლონეთში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ მრავალწლიანი კონფლიქტია. დონალდ ტუსკის მთავრობა მიიჩნევს, რომ 2015-2023 წლებში მმართველმა პარტიამ "კანონი და სამართლიანობა" სასამართლო სისტემა პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებარა და ახლა მისი დამოუკიდებლობის აღდგენას ცდილობს. ოპოზიცია კი მოქმედ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში უკანონო ჩარევაში ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო, პოლონეთის პრეზიდენტი დეპუტატებთან საგანგებო კონსულტაციებს მართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება - პოლიციამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში რეიდი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები