ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ნაცი თავის ზნეს არასდროს მოიშლის - არც საკონსტიტუციო სასამართლოში გასწორდება მისი ზნე" - არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მმართველი გუნდის კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია, ხოლო ოპონენტების კამპანია მხოლოდ სიცრუესა და დემაგოგიაზეა აგებული. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება. გუშინდელი პროცესი კი "ლელოს" და გახარიას პარტიის ახსნა-განმარტებებით დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ სარჩელის არსი ვერ გაიგეს, რა დროსაც არსიც და შინაარსიც - პლენუმის წევრებმა განუმარტეს.

ორკვირიანი განხილვების თავზე, მმართველი პარტია ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია, ის ძალები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს აორგანიზებდნენ, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, მათ დასაბუთებული სარჩელი აქვთ, ხოლო "ნაცმოძრაობის" კამპანია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, დეზინფორმაციასა და დემაგოგიაზეა აწყობილი.

"ნაცი თავის ზნეს არასდროს მოიშლის, მათ შორის არც საკონსტიტუციო სასამართლოში არ გასწორდება მისი ზნე, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგია, სიცრუე, ნიაღვარი სიცრუისა და ერთი და იმავეს გამეორება, ფაქტების წინააღმდეგ წასვლა... რაც უფრო ბევრს ლაპარაკობენ არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები, უფრო და უფრო მეტად ამყარებენ ჩვენი სარჩელის დასაბუთებას. კვლავ ასე გააგრძელებენ და ამ რეჟიმში იქნებიან, ისინი ფაქტების წინააღმდეგ ვერაფერს აწყობენ, ვერ ემიჯნებიან, არავითარი სხვა მტკიცებულება არ აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიაზე არიან გადასულები, მათ შორის გადასულები არიან იმის მტკიცებაზე, რასაც წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ თითქოს "ქართული ოცნება" არის არაკონსტიტუციური პარტია. ჩვენ შევიტანეთ სარჩელი, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ჩვენსა და "ნაცმოძრაობას" შორის, რომელი არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ დასაბუთებული სარჩელი გვაქვს, მათი კამპანია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე, დეზინფორმაციასა და დემაგოგიაზე არის აწყობილი, ახლაც და მთელი წლების განმავლობაში. საქართველოს აქვს უფლება, რომ გათავისუფლდეს აგენტურისგან - არა აგენტურულ ოპოზიციას და პარტიებს!" - განაცხადა აცხადებს არჩილ გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"როდესაც ფაქტის წინააღმდეგ იწყებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, გამოხვალ უკვე ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლა მარცხისთვის არის განწირული" - არჩილ გორდულაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები