შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მათი საქართველოდან გაძევების პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
უწყების ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე, მათ შორის – ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები.
სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…