თავდაცვის სამინისტროს კოლეჯის მსმენელები შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობას გაეცნენ
თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 60-მდე მსმენელი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობას გაეცნო, სადაც მათთვის საჩვენებელი სწავლებაც ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში კოლეჯის მსმენელები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობასა და შესაძლებლობებს გაეცნენ.
კოლეჯის 60-მდე მსმენელი ასევე ეწვია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას, სადაც სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებისთვის გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც მოიცავდა ურბანულ ხანძრებზე რეაგირებას, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე მოქმედებებს, დაშავებულის ევაკუაციასა და სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციას.
კოლეჯის მსმენელები ასევე გაეცნენ სპეციალურ სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…