პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გამართულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩაატარეს, სადაც ქიმიურ საწარმოსა და ტყეში ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები შეასრულეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გამართულ უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით გამართულ უწყებათაშორის სწავლებაში „პარტნიორი-2026“ მიიღეს მონაწილეობა.

სწავლება იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაიმართა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა.

იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სწავლების სცენარის მიხედვით, ქიმიური ნივთიერებების საწარმოში ხანძრის სიმულაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა და ეროვნული გვარდიის რეზერვისტებმა ერთობლივად შეასრულეს ხანძრის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის სამუშაოები. სწავლების ფარგლებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფმა დეკონტამინაციის პროცედურებიც განახორციელა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კი ტყის ხანძრის ქრობის ტაქტიკური მოქმედებები შესრულდა. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც სპეციალურად მოწყობილი წყლის ავზიდან წყალს იღებდა და იმიტირებული ხანძრის კერებზე წერტილოვან დასხმას ახორციელებდა.

სწავლების შემაჯამებელ ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრო.

უწყებათაშორისი სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას უწყებებს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მოქმედებების ეფექტიანობის გაუმჯობესება იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები