ოზურგეთის მერია საახალწლო განათებებში 400 000 ლარს დახარჯავს
ოზურგეთის მერია საახალწლო განათებების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარის გამოყოფას გეგმავს, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა მოუგვარებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე.

ოზურგეთის მერია ლამის ნახევარი მილიონის დახარჯვას გეგმავს საახალწლო განათებების შესაძენად. როგორც ირკვევაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ათას ლარს გამოყოფენ იმისთვის, რომ ძველი ნათურები ახლებით ჩაანაცვლონ.
კომისიამ გადაწყვიტა:
მოწონებულ იქნეს და დამტკიცდეს, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების (ქალაქ ოზურგეთის საახალწლო მორთვის უზრუნველსაყოფად ინვენტარის შესყიდვა თანმდევი, მონტაჟის მომსახურებით) შესყიდვისათვის ელექტრონული ტენდერის პროცედურის ჩასატარებლად შედგენილი განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია.
სატენდერო კომისიის აპარატმა უზრუნველყოს განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 39-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის (NAT) გამოცხადება, შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულებით – 400 000 ლარი.
შესყიდვის კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი განისაღვროს შემდეგნაირად: 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები: 31510000 ელექტროვარვარა ნათურები: 31520000 - ლამპები და სანათი ნივთები: 31522000 - საშობაო ნაძვის ხის ნათურები: 31527000 - ამოსანათებელი პროჟექტორი, რამპა.
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი განისაზღვროს 4 000 ლარით.
სატენდერო კომისიის აპარატმა უზრუნველყოს სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება.
გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად", - წერია დოკუმენტში.
ოზურგეთის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განათებების შეძენის აუცილებლობაზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემაც ისაუბრა და აღნიშნა: „არსებული განათებების უმეტესი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან და მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საჭიროა ახალი განათებების შეძენა".
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყველაფერი ხდება ქალაქში, სადაც წლებია მოსახლეობა წყლის და გზის პრობლემების მოაგვარებას ითხოვს, სადაც 10 მდე ბაღი და 15 მდე სკოლაა დანგრეული და ადამიანები უკიდირეს გაჭკრვებაში ცხოვრობენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„არსებული განათებების უმეტესი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან და მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საჭიროა ახალი განათებების შეძენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…