ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ჰარი კეინისთვის ჯილდოს გადაცემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბუნდესლიგის მოგება „ოქროს ბურთისთვის“ საკმარისი არ უნდა ყოფილიყო. ნასრიმ აღნიშნა, რომ ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელია უფრო იმსახურებდა.

"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკასპორტალი

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ „ოქროს ბურთს“ პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებდა, ჯილდოს ჰარი კეინისთვის გადაცემის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

„კეინი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ არასოდეს ყოფილა ისეთი, რომ თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვან მატჩებში გამარჯვება მარტოს მოეპოვებინოს. გამიხარდა თუ არა მისი გამარჯვება? არა და ეს კიდევ რბილად ნათქვამია“, - განაცხადა ნასრიმ Canal+ის ეთერში.

„არსენალის“ ლეგენდამ ტიერი ანრიმ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასრულების შემდეგ თქვა, რომ კვარაცხელიას გამო საქართველოს ნაკრების მატჩების ყურება დაიწყო და „ოქროს ბურთის“ ჟიურის მოუწოდა, ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება მიექციათ, თუმცა საბოლოოდ მხარი კეინს დაუჭირა. ანრიმ Canal+სთან ამავე გადაცემაში ახსნა, თუ რატომ მიაჩნია ინგლისელი ღირსეულ გამარჯვებულად:

„ამის წარმოდგენა ბევრს გაუჭირდებოდა და, შესაძლოა, მეც არ ვფიქრობდი, თუ ამდენს მივაღწევდი. არაერთი აღმასვლა და დაღმასვლა გამოვიარე, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. არასდროს ვყოფილვარ ისეთი ტიპის ადამიანი, ვისგანაც სუპერვარსკვლავობას ელოდნენ - განსხვავებით ზოგიერთი თანამედროვე მოთამაშისგან. მომიწია, შესაფერის მომენტს დავლოდებოდი და წარმოუდგენლად ბევრი მემუშავა; ხშირად ეს საკუთარ თავთან ბრძოლას ჰგავდა, რომლის გადალახვაც აუცილებელი იყო. ამას საკუთარი თავის რწმენა და მიზანსწრაფულობა სჭირდებოდა. ვფიქრობ, ამან შემანარჩუნებინა ყველაზე მაღალ დონეზე წარმატების მიღწევისას რეალობის გრძნობა, რათა მუდმივად განვვითარებულიყავი და უკეთესი გავმხდარიყავი. სწორედ ასეა ჰარის შემთხვევაშიც“.

ნასრიმ კეინი აგრეთვე Les Affranchis-ის შოუში გააკრიტიკა: „კეინისთვის „ოქროს ბურთის“ გადაცემას საერთოდ არ ვეთანხმები. რას ეფუძნება ეს? მხოლოდ გატანილ გოლებს? ის ბუნდესლიგაში საუკეთესო არაა. საუკეთესო ოლისეა. ის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებშიც კი არ იყო საუკეთესო. აბა, რის საფუძველზე გადასცეს ჯილდო? გოლები რომ გაიტანა? მოედნის სიღრმიდან რომ უტევს? უბრალოდ თავდამსხმელი კი არა, თანამედროვე ფორვარდია. უსაზღვრო პატივს ვცემ, მაგრამ ჰქონდა თუ არა კარიერაში დასამახსოვრებელი სეზონი?

თავისი კლუბის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სთან შეუმჩნეველი გახლდათ. პირველი დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა. „ოქროს ბურთის“ კრიტერიუმების მიხედვით, პირველ ადგილზე არ უნდა გასულიყო. არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგება ამისათვის საკმარისი იყო“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები