ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება

აშრაფ ჰაკიმიმ „ჰავრთან“ მატჩში ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, პსჟ-მ კი 5:1 გაიმარჯვა. ამ მოგებით პარიზულმა კლუბმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი კლუბის რეკორდი დაამყარა.

ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვებასპორტალი

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში პსჟ-მ სტუმრად „ჰავრი“ 5:1 დაამარცხა.

რიგი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ პარიზულ გუნდს აშრაფ ჰაკიმიმ ულიდერა, რომელმაც ჰეთ-თრიკი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. 1 მატჩში, თუნდაც აუტსაიდერთან, განაპირა მცველისთვის 3+2 საგოლე მოქმედება მართლაც წარმოუდგენელი შედეგია. მაროკოელის ანგარიშზე საკლუბო კარიერაში 52 გოლია.

პსჟ-მ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, 20 ქულით ლიდერია და 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.

ლუის ენრიკემ "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელობის პერიოდში 127 შეხვედრა მოიგო - მან ლორან ბლანის რეკორდი დაამხო.

ჰავრი. „ოსეანი“

ჰავრი - პსჟ 1:5

გოლები: მაჯა (18), 1:1 გოდტსი (26), 1:2 ჰაკიმი (28), 1:3 ჰაკიმი (55), 1:4 მეილიუ (62), 1:5 ჰაკიმი (69)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები