ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კანადის და ევროკავშირის ახალი ალიანსი შეიქმნა

კანადა უკრაინისთვის განკუთვნილ ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის პროგრამას 500 მილიონი ევროთი უერთდება და ბრიუსელთან ახალ ალიანსს ქმნის, რის შესახებაც მონრეალის სამიტზე გახდა ცნობილი.

კანადის და ევროკავშირის ახალი ალიანსი შეიქმნა
კანადის და ევროკავშირის ახალი ალიანსი შეიქმნარადიო თავისუფლება

ევროკავშირმა განაცხადა, რომ მონრეალში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ კანადა შეუერთდება უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ($103 მილიარდი) ოდენობის მხარდაჭერის სესხს და ბრიუსელთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ყველაფერში -კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულიდან დაწყებული, “ხელოვნური ინტელექტით” დამთავრებული.

„კანადა და ევროკავშირი ერთად ამყარებენ პოზიციებს. ამყარებენ ჩვენს პოზიციებს, რათა დაიცვან ჩვენი ღირებულებები და ამავდროულად შექმნან დამცავი ქოლგა, რომლის ქვეშაც ჩვენს ყველა მოქალაქეს შეეძლება კეთილდღეობა“, - განაცხადა კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის ლიდერებთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიუ კოსტასთან მოლაპარაკებების შემდეგ.

კანადა და ევროკავშირი, რომლებსაც უკვე აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთმანეთთან კიდევ უფრო დაახლოებას ცდილობენ.

როგორც კანადა, ისე ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან ტარიფებისა და ტერიტორიული მუქარების სამიზნეები გახდნენ.

პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ვერ გახდება ევროკავშირის „სრულფასოვანი“ წევრი, თუმცა გაერთიანებას სურს, მასთან ურთიერთობა „რაც შეიძლება მეტად მოაახლოოს“.

კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა შეუერთდება ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას და მასში თავდაპირველად 500 მილიონი ევროთი მიიღებს მონაწილეობას.

ეს განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც ბრიუსელი კიევის ფინანსებში არსებული დეფიციტის შესავსებად დახმარებას ეძებს.

„ეს უკრაინისთვის მძლავრი გზავნილია. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

უფრო ფართო გაგებით, კანადა და ევროკავშირი ქმნიან იმას, რასაც განცხადება უწოდებს „მომავლის ალიანსს, რათა შეიქმნას საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცე“.

ამის ფარგლებში, მათ ხელი მოაწერეს ციფრულ სავაჭრო შეთანხმებას და ცალკე პაქტს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკს საშუალებას აძლევს, მხარი დაუჭიროს კანადის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების პროექტებს.

კანადა მდიდარია იშვიათი წიაღისეულითა და მნიშვნელოვანი მინერალებით, რომლებსაც ევროპა ამჟამად ძირითადად ჩინეთიდან მოიპოვებს, მაგრამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციები სჭირდება სამთამადნო მწერველობის ასამუშავებლად.

მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ, გააღრმაონ თანამშრომლობა სატელიტურ კავშირგაბმულობასა და ნავიგაციაში, ასევე “ხელოვნურ ინტელექტში” - ამ სფეროში ისინი ცდილობენ დაეწიონ აშშ-სა და ჩინეთს.

ხუთშაბათს, ოტავამ კანადურ კომპანია Cohere-ში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში საქმიანობს, 1,6 მილიარდი კანადური დოლარის (1,1 მილიარდი აშშ დოლარის) ინვესტიციის განხორციელების შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ ცოტა ხნის წინ პარტნიორობა დაამყარა გერმანულ ფირმა Aleph Alpha-სთან. კარნის თქმით, ეს იმის მაგალითია, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ევროპასა და კანადას ერთობლივად.

ორმა მხარემ დაიწყო მუშაობა კანადის ჩართვაზე ევროკავშირის ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა პროგრამა Erasmus-ი (რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ერთი სემესტრი საზღვარგარეთ გაატარონ) და სატელიტური პროგრამა Galileo, რომელიც ამერიკული გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ალტერნატივას წარმოადგენს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კანადა და ევროკავშირი ერთად ამყარებენ პოზიციებს. ამყარებენ ჩვენს პოზიციებს, რათა დაიცვან ჩვენი ღირებულებები და ამავდროულად შექმნან დამცავი ქოლგა, რომლის ქვეშაც ჩვენს ყველა მოქალაქეს შეეძლება კეთილდღეობა“
მარკ კარნი
„ეს უკრაინისთვის მძლავრი გზავნილია. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კანადის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირთან უნიკალური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს დავიწყებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები