არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტობრივად აღიარეს საკონსტიტუციო სარჩელში მოყვანილი ფაქტები და საკუთარი არაკონსტიტუციურობა. მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელი მოქალაქეთა არჩევანის, სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას ემსახურება.
თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების შესახებ საუბრისას გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ამ კვირის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიები იმას კი არ ამტკიცებდნენ თუ რატომ არ არიან ისინი არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდნენ. ამით მათ ფაქტობრივად აღიარეს სარჩელში მოყვანილი ფაქტები, დაადასტურეს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტების გასაბათილებლად არგუმენტები და მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ ისინი არაკონსტიტუციურნი არიან. ასევე, თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას. თავადვე დაადასტურეს, რომ ყველა პარტიას დასაბუთებულად ვედავებით „ყველაფრის დარღვევას“ - ეს მათივე სიტყვებია“,-აღნიშნა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია და მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათი სარჩელიც, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები.
„ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი. ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას - თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველის ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა
არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და სუვერენული ნების წინააღმდეგ მოქმედებებს კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
არჩილ გორდულაძე – დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მას
არჩილ გორდულაძე: „ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს“
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, საქართველოს მოქალაქეთა არჩევანი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სარჩელი. ჩვენ თანმიმდევრულად დავიცავთ ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგსა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებას - თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის მომავალი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…