ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა“

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებმა დაადასტურა სარჩელის დასაბუთებულობა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აუცილებლობა, რადგან ისინი 2012 წლამდე რეჟიმის დანაშაულებს არ ემიჯნებიან.

არჩილ გორდულაძე: „კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა“
არჩილ გორდულაძე: „კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა“POSTV

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ დადასტურდა სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არც დღეს ემიჯნებიან.

გორდულაძის თქმით, არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ადამიანის წამების, ძალადობის, რეკეტისა და პირადი ცხოვრების გათელვის დანაშაულებს.

„ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა. მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა. სასამართლოში გამართული საჯარო სხდომებით დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების, ძალადობის, რეკეტის, პირადი ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის დანაშაულებს. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ დანაშაულებს.

უფრო მეტიც, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა”, – განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ჩვენი გუნდის პოზიცია არის მკაფიო, ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებას, ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს
  2. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძის განცხადებით, მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა „ქართული ოცნების“ პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - მოპასუხე პარტიების პოზიციებმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაცმოძრაობაში“
არჩილ გორდულაძე
„გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე - ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები