ქობულეთში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძის განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა.
თავდაპირველად, ინფორმაცია "აჭარა თაიმსმა" გაავრცელა.
ინციდენტსი დაადასტურა ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ. მისი თქმით, მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა", – თქვა მადონა გოგიტიძემ "აჭარა თაიმსთან".
მომხდარის დეტალებს "ფორმულა" შსს-ში არკვევს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულები ვართ. სკოლამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევა გადაცემულია საგამოძიებო უწყებისთვის და საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მომხდარი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა. ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…