მე–კლასის მოსწავლემ კლასელი დაჭრა – რა მოხდა ქობულეთში?
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძის თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცა.

ქობულეთში, ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ Ajaratimes ავრცელებს. მათივე ცნობით, ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც. მისი განცხადებით, სკოლამ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება.
“ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“, – აცხადებს მადონა გოგიტიძე გამოცემასთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპზე მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პრევენციის მიზნით შემთხვევას შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მიეცა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…