აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა — ის აეროპორტიდან მარიამ ქვრივიშვილმა გააცილა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. ალი ასადოვმა ასევე თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…