საზოგადოება · 10 ნოემბერი, 14:12
ქობულეთში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაშავდა. მერიის ცნობით, მათ ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილები.

დღეს, 10 ნოემბერს, ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე [ახალსოფლის დასახლებაში], ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულია დედა-შვილი. როგორც ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაშავებულებს ზედაპირული დამწვრობა აქვთ და ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
დეტალებს აზუსტებენ.
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…