გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი, თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივად განადგურებულია და მისი მიზანი დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება და ოპოზიციის აკრძალვაა.

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა, სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი და მოტივია „დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით“.
„დასრულდა ახსნა-განმარტებების ეტაპი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. მთლი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმ ამომწურავ არგუმენტებს, არამხოლოდ იმ არგუმენტების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლებოდა სარჩელში ყოფილიყო, ასეთი ვერ იქნებოდა იქ, რადგან სარჩლში სამართლებრივი არგუმენტები არ არის, არამედ იმ სიცრუეზე და მხილებაზე, რომლის ძალითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ მიზანი. მათი მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით. მათი მიზანია აგრეთვე, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა; ანტიდასავლური, ანტიქართული, პრორუსული, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესით, ეს არის მათი მიზანი.
რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს“, - განაცხადა სიორიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი სიორიძე - ძალიან ნათლად გამოჩნდა, რამდენად არ არსებობს არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარეს - სარჩელი არის პოლიტიკურად მოტივირებული და სამართლის ტექნიკის თვალსაზრისით ხელოვნურად შეკერილი
გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არც ერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი, თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს
ციტატები სტატიიდან
„დასრულდა ახსნა-განმარტებების ეტაპი და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს წინაშე სამართლებრივი თვალსაზრისით არის განადგურებული. მთლი კვირის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმ ამომწურავ არგუმენტებს, არამხოლოდ იმ არგუმენტების წინააღმდეგ, რომელიც შეიძლებოდა სარჩელში ყოფილიყო, ასეთი ვერ იქნებოდა იქ, რადგან სარჩლში სამართლებრივი არგუმენტები არ არის, არამედ იმ სიცრუეზე და მხილებაზე, რომლის ძალითაც კიდევ ერთხელ წარმოჩინდა „ქართული ოცნების“ მიზანი. მათი მიზანი და მოტივია დიქტატურის გაფორმება, კონსტიტუციური გადატრიალების დაგვირგვინება, მთელი ოპოზიციის აკრძალვით. მათი მიზანია აგრეთვე, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა; ანტიდასავლური, ანტიქართული, პრორუსული, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა გახდეს სავალდებულო კონსტიტუციური წესით, ეს არის მათი მიზანი. რაც მთავარია, საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არცერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…