სპეცრაზმელების საქმე - მოკლული ბიჭის დედა ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის დასჯას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ხმაური იყო — მოკლულის დედა და ბრალდებულების ახლობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოკლულის დედა პროკურატურისგან ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებულის, ანა გორგაძის პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს.

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 27 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დერეფანში ერთმანეთს მოკლულის დედა და დაკავებულების ახლობლები დაუპირისპირდნენ.
ბრალდებულების ოჯახს წევრები ითხოვდნენ, მედიას განსასჯელის სკამზე მყოფებს ვინაობა არ გაესაჯაროებონათ, რასაც ქავთარაძეების პროტესტი მოჰყვა.
ამასთან, მოკლულის დედა ითხოვს დაისაჯოს ქალი, ერთ-ერთი დაკავებულის შეყვარებული, რომელიც დედის თქმით, ეპეცრაზმელს დაეხმარა.
მთელი ერთი წელის ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად დააკავეს სპეცრაზმელები თორნიკე გოგიძე დ ოთარ მარანელი. ახლა მიმდინარეობს უკვე დასკვნით ეტაპზე ვართ, დღეს განაჩენი უნდა გამოცხადდეს და იმედს ვიტოვებ, რომ მოსამართლე უმაღლეს სასჯელს გამოიტანს. რომ არა სპეცრაზმელები დღეს ჩემი შვილი იქნებოდა ჩემ გვერძე.
იმდენად იყო ნაჩვენები კადრებში, როგორ სადისტურად მომიკლეს შვილი, რომ უბრალოდ სხვა გზა არ დარჩათ და იძულებულები გახდნენ დაეკავებინათ.
პროკურატურას კიდევ ვედავები ერთი ადამიანია დასაკავებელი ანა გორგაძე, რომელსაც აქვს დაფარვა და შეუტყობინებლობა და იმედია ახლო მომავალში სამართლიანობა აღდგება და დააკავებენ"- აცხადებს მოკლულის დედა.
სპეცრაზმელების საქმეზე მოსამართლე განაჩენს მიმდინარე კვირას, პარასკევს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის "შაბათის ეთერმა" მოამზადა და მოიპოვა კადრებიც, რომელიც დანაშუალში სპეცრაზმელების მონაწილეობას ადასტურებდა.
9 წუთიან უწყვეტ ვიდეოში ჩანს ის სამი სპეცრაზმელიც, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს.
უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს გელა ქავთარაძესაც, (მოკლული ბიჭის მამა) 62 წლის კაცს დანა 4-ჯერ ჩაარტყეს.
ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…