ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ უარი თქვა საქართველოში ბაობაბების გამოგზავნაზე

Daily Maverick-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ უკანონოდ ამოთხრილი 5 ბაობაბის ხის საქართველოში ექსპორტზე უარი თქვა. გამოცემის თანახმად, საქართველოს საელჩომ პასუხი არ გასცა შეკითხვას, მიჰქონდა თუ არა ეს ხეები ბიძინა ივანიშვილს.

სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ უარი თქვა საქართველოში ბაობაბების გამოგზავნაზე
სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ უარი თქვა საქართველოში ბაობაბების გამოგზავნაზეTV პირველი

სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 27 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა, სააპელაციო საჩივარი უკანონოდ ამოთხრილი ბაობაბის 5 ხის საქართველოში გამოგზავნაზე. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემა dailymaverick ის თანახმად სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის, სატყეო მეურნეობისა და მეთევზეობის ეროვნული დეპარტამენტმა, ხუთი ბაობაბი 17 ივლისს "დააპატიმრა", ვინაიდან ექსპორტიორმა ვერ წარადგინა მათი ამოღების, ფლობის, ტრანსპორტირებისა თუ ექსპორტის კანონიერი ლიცენზია.

ექსპორტიორმა დაგვიანებით შეიტანა განაცხადი ლიცენზიაზე, თუმცა ის ივლისის ბოლოს უარყოფილი იქნა. ამის შემდეგ ექსპორტიორმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, 27 ოქტომბერს ისევ უარი მიიღო.

ჩვენი კლიენტის განზრახვა იყო ხეების ლანდშაფტური პროექტისთვის გადატანა და არა მათი განადგურება. ის აცნობიერებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობას. მისი პოზიციაა, რომ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ადმინისტრაციულ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან დაკავშირებული შეშფოთებები, მან გადადგა აუცილებელი ნაბიჯები დეპარტამენტთან კომუნიკაციისთვის და დადგენილი პროცედურების გზით საკითხის მოსაგვარებლად“. - განაცხადა ექსპორტიორმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, თუმცა უარი თქვა დაესახალებინა იყო თუ არა ეს ივანიშივლი.

dailymaverick -ი დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს, მათ დაუდასტურეს რომ კითხვები მიიღეს თუმცა პასუხი არ გასცეს კითხვას მიჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს უკანონო მოთხრილი ხეები საქართველოში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისამხრეთ აფრიკაში აპელაციამაც უარი თქვა ბაობაბების საქართველოში გამოგზავნაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები