მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის ფარგლებში ორმხრივ ოქმს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.
სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა მე-11 მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს მოაწერეს ხელი. სხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…