ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჰაკერებმა Binance-იდან სარეკორდო - 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს

ჰაკერებმა Binance-იდან რეკორდული 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს, რაშიც ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კორეას ადანაშაულებენ. მომხდარის ფონზე კრიპტოვალუტების ფასები მკვეთრად დაეცა, ბირჟამ კი თანხის გატანის ოპერაციები დროებით შეაჩერა.

ჰაკერებმა Binance-იდან სარეკორდო - 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარეს
ჰაკერებმა Binance-იდან სარეკორდო - 6,3 მილიარდი დოლარი მოიპარესრადიო თავისუფლება

ქურდობის ფაქტი, რომელშიც ანალიტიკოსებმა ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს, შესაძლოა ყველა დროის უდიდესი ფინანსური ძარცვა იყოს.

ახალი ამბების ფონზე კრიპტოვალუტის ფასები დაეცა, ხოლო Binance-მა შეაჩერა თანხის გატანის ოპერაციები და განაცხადა, რომ ზარალის დასაფარად კომპანიის სახსრებს გამოიყენებს.

Binance-ი თანამშრომლობს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან და შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურთან (USSS), განუცხადა Reuters-ს ვითარებაში ჩახედულმა პირმა.

„ეს იყო კომპლექსური თავდასხმა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით მის მოსაგვარებლად“, — განაცხადა Binance-მა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ბირჟამ განაცხადა, რომ მომხმარებელთა სახსრები უსაფრთხოდ არის და ის პარტნიორებთან ერთად მუშაობს დაზარალებული აქტივების ნაწილის გასაყინად, საიდანაც ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ადგილსამყოფელია დადგენილი. მან პარასკევს უფრო ადრე განაცხადა, რომ ელოდება თანხის გატანის სერვისების აღდგენას მომდევნო 48 საათის განმავლობაში. მას არ უხსენებია დარჩენილი 3,3 მილიარდი დოლარის სტატუსი.

Binance-მა განაცხადა, რომ კომპანიამ შიდა რესურსებიდან გამოყო დაახლოებით 6,34 მილიარდი დოლარი კომპანიის სახსრებიდან ზარალის დასაფარად, თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ საიდან შემოვიდა ეს სახსრები, არ დაუზუსტებია. მის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას აქვს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიტკოინის სარეზერვო ფონდი, რომელიც შექმნილია უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა აქტივების დასაცავად. Binance-ის დამფუძნებელმა ჩანპენ ჟაომ X-ზე განაცხადა, რომ კომპანია ფლობს 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების SpaceX-ის აქციებს.

აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ხელისუფლებების, ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ცნობით, ჩრდილოეთ კორეა წლებია იყენებს სახელმწიფოსთან დაკავშირებულ კიბერ დანაყოფებს ჯაშუშობისთვის, ფინანსური ძარცვისა და შემოსავლების მისაღებად.

ჩრდილოეთ კორეა ამას სისტემატურად უარყოფს. მის მისიას ჟენევაში და საელჩოს ჩინეთში Reuters-ის კომენტარის მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ არ უპასუხიათ.

აშშ-ის საელჩომ ლონდონში განაცხადა, რომ შესაძლო გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი არ ჰქონდა. USSS-ს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ კომენტარის მოთხოვნაზე, აშშ-ის სამუშაო საათების მიღმა, პასუხი არ გაუცია.

ბიტკოინმა ექვსკვირიან მინიმუმს 76 368 დოლარს მიაღწია.

ჰაკერული თავდასხმის მასშტაბი აჭარბებს BINANCE-ის უსაფრთხო აქტივების ფონდს.

Binance-ს, რომელიც მომხმარებლებს ციფრული აქტივების ყიდვის, გაყიდვისა და ვაჭრობის სამსახურს სთავაზობს, გლობალურად 335 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 162,8 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოReuters: მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟა Binance-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა - ზარალი 6,3 მილიარდ დოლარს შეადგენს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკრიპტობირჟა Binance-მა უსაფრთხოების სისტემაში 6.3 მილიარდი დოლარის ზარალის გამომწვევი დარღვევის შემდეგ აქტივები გაყინა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reuters
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იყო კომპლექსური თავდასხმა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციით მის მოსაგვარებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჰაკერებმა Binance-დან $6.3 მლრდ მოიპარეს, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტის ყველაზე მასშტაბური ძარცვაა – Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები