ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის 4 ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ბერდია სიჭინავა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ სარჩელში მათი პარტიის 4 ოქტომბერთან დაკავშირება „ყველაზე დიდი ფეიკია“ და აღნიშნული მოვლენა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ავანტიურას წარმოადგენდა.

ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის 4 ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ბერდია სიჭინავა
ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის 4 ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ბერდია სიჭინავაTV პირველი

"ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის ოთხ ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, მისი გუნდი თავიდანვე გაემიჯნა ამ პარტიას. ბერდია სიჭინავას დასტურად მოჰყავს გიორგი გახარიას განაცხადება, რომელმაც 4 ოქტომბერს "ქართული ოცნების და სუსის ოფისში დადგმული სპეციალური ღონისძიება" უწოდა.

"4 ოქტომბერის იყო ავანტიურა, რომელიც დაგეგმა თავად ოცნებამ" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ და სხდომაზე გაიხსენა მამუკა მდინარაძის და ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადებები "წინასწარ მომზადებულ სიურპრიზებზე".

ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, ოთხ ოქტომბერთან მიმართებით არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის დაკავშირება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მოსამართლეს რომელიც აქვს პლენუმშია წარმოდგენილი, მოუსმენია გიორგი გახარიას განცხადებები ოთხ ოქტომბერთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის ქართული ოცნების და სუსის ოფისში დადგმული სპეციალური ღონისძიება და ამ ავანტიურაში მონაწილეობა არ შეიძლება. ამას ამბობდა ღიად.

თავად მდინარეძე გენერალი მდინარეძე იმედის ეთერში გამოვიდა ოთხი ოქტომბრის შემდეგ და თავად ბრძანა, რომ იქო რაღაცა სიუპრიზები მოვუწყვეთო, იქ ეგონათ რომ იყვნენო - ბატონი კობახიძე ბრძანებდა 4 ოქტომბრამდე, რომ სიურპრიზებს ვუმზადებთ ოპოზიციასო - ეს იკითხებოდა რომ, ეს ესე იყო, რომ ეს იყო ავანტიურა, რომელიც დაგეგმა თავად ოცნებამ. თუ იციან რომ რაღაცა მშვიდობიანი დამხობა მზადდება, სად არის პრევენციული მექანიზმი სახელმწიფოსი, რომელმაც მანამდე უნდა აღკვეთოს ეს.

მოსარჩელის ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ არჩევნები როგორც კი ჩატარდება ქვეყანაში ყველამ უნდა მიიჩნიოს ეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება. მაშინ რატომ დევს კანონმდებლობაში მექანიზმი ჯერ ერთი გასაჩივრების ამ არჩევნების შედეგების. ეხლა სთხოვს მოსარჩელე მხარე რომ ეს არჩევნები ან აღიარე, რომ იყო თავისუფალ სამართლიან კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და ზუსტად გამოხატავდა იმ განწყობებსს, რაც ჰქონდათ საქართველოს მოსახლეობას, ან შენ ხარ ქვეყნის დამაქცევარი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების ავტორი", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართული ოცნების და სუსის ოფისში დადგმული სპეციალური ღონისძიება“
გიორგი გახარია
„4 ოქტომბერის იყო ავანტიურა, რომელიც დაგეგმა თავად ოცნებამ“
ბერდია სიჭინავა
„ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის ოთხ ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ამის შესახებ პარტია“
ბერდია სიჭინავა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია... თავი დაიმშვიდეთ, დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ" - კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები