პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერი იყო სიგიჟე და ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბერდია სიჭინავას განცხადებით, 4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა, რის გამოც საპატიმროში სხვისი სისულელით მოხვედრილმა ადამიანებმა დაწესებულება უნდა დატოვონ.

ბერდია სიჭინავა – 4 ოქტომბერი იყო სიგიჟე და ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ
პირველი არხი

ადამიანებმა, რომლებიც საპატიმროში აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელის გამო, იქაურობა უნდა დატოვონ, რადგან 4 ოქტომბერი იყო სიგიჟე, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, შეცდომით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რაც უფრო მეტი ადამიანი დატოვებს საპატიმროს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით.

4 ოქტომბერი იყო „ქართული ოცნების“ ოფისში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგეგმილი სპეციალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდა ოპოზიციის სულელი, გაყიდული ნაწილი და ზოგი ამ ყველაფერში აიყოლიეს. 4 ოქტომბერი იყო სპეციალური ღონისძიება, რომელიც დამიზნებული იყო ბოიკოტის მიზნით არჩევნების, როგორც ხელისუფლების ცვლილების ინსტრუმენტის განადგურებისკენ. ეს იყო 4 ოქტომბერი. ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ ეს იყო სპეციალური ღონისძიება, ავანტიურა, რომელშიც არ უნდა მიეღო ოპოზიციას მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ აღმოგვაჩნდა შესაბამისი ძალა, რომ ადამიანები ამაში დაგვერწმუნებინა. 4 ოქტომბერს თავად მოსახლეობა დადგა ფაქტის წინაშე, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი ავანტიურა და ამაზე საუბრობდა არა მხოლოდ გიორგი გახარია, ეს აღიარა მერე უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ. მათ შორის მათმა გენერალმა, სუს-ის უფროსმა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ადამიანებს ჩასაფრებას უწყობდნენ. ირაკლი კობახიძე ადამიანებს სპეცრაზმის სიურპრიზებს ჰპირდებოდა. 4 ოქტომბერი იყო თავიდან ბოლომდე ავანტიურა, რომელიც დაიგეგმა „ოცნების“ და სუსის მხრიდან და ამ ავანტიურაში აღმოჩნდნენ ეს ადამიანები.

ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად მიიჩნევენ თავს, უფრო მეტი ილაპარაკონ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ადამიანებმა, რომლებიც იქ აღმოჩნდნენ ვიღაცის სისულელით, სიგიჟით, ყველამ უნდა დატოვოს საპატიმრო დაწესებულება, რადგან 4 ოქტომბერი იყო სისულელე, სიგიჟე, რომელშიც მიიღეს მონაწილეობა, შეცდომით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად. 4 ოქტომბრის საქმეზე რაც მეტი ადამიანი დატოვებს საპატიმროს, ამას მხოლოდ მივესალმები. ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზატორებად, ან დამხობის ავტორებად მიიჩნევენ თავს, ვალდებული არიან გამოვიდნენ და თქვან, ვისთან რა მოლაპარაკებებში და შეთანხმებებში იყვნენ. 4 ოქტომბერს, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ „შეუსრულა“ ოპოზიციის გაყიდულ და სულელ ნაწილს“, – განაცხადა სიჭინავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ყველაზე დიდი ფეიკი, რაც ამ სარჩელში წერია, არის 4 ოქტომბერთან ჩვენი პარტიის დაკავშირება - ბერდია სიჭინავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები