კოტე კემულარია: კრემლშიც ამიტომ აჩქარდნენ…
იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი კოტე კემულარია: სამ დღეში რომ უნდა დაესრულებინათ 21ოქტომბერს დაწყებული “ოპოზიციისგან პოლიტიკური ველის მოსუფთავების” საქმე”—ახლა შეაჩერეს ერთი კვირით—სასამართლოს იუბილესთან დაკავშირებით. “იუბილე” ნაკლებადდამაჯერებელი მიზეზია…

იურისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი კოტე კემულარია:
სამ დღეში რომ უნდა დაესრულებინათ 21ოქტომბერს დაწყებული “ოპოზიციისგან პოლიტიკური ველის მოსუფთავების” საქმე”—
ახლა შეაჩერეს
ერთი კვირით—სასამართლოს
იუბილესთან დაკავშირებით
“იუბილე” ნაკლებადდამაჯერებელი მიზეზია…
მაღალი ალბათობით, აშშ კონგრესში შუალედური
არჩევნების შედეგებს ელოდებიან, რომელიც ზუსტად ემთხვევა ამ “ერთ საიუბილეო კვირას”
თუ ტრამპის რესპუბლიკური პარტია დაკარგავს
უმრავლესობას—დღევანდელი მდგომარეობით
სწორედ ასეთი რეალობა არის—შეიძლება დაფიქრდნენ კონგრესში დაბრუნებული დემოკრატების მოსალოდნელ მწვავე
რეაქციაზე—“ველის მოსუფთავების” ანტიდემოკრატიულ ქეისთან დაკავშირებით
არც ის ფაქტი უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პრემიერის “გაცნობითი” გუშინდელი შეხვედრა აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან თბილისში
დაემთხვა “საიუბილეო” შეჩერებას
კიევმაც დააიგნორა ტრამპი-პუტინის “დიზელშეთანხმება” და წუხელ 1200 დრონით
შეუტია რუსულ ნავთობწარმოების და სამხედრო
ობიექტებს
მოსკოვშიც შეშფოთებით ელიან რომ, დემოკრატების უმრავლესობით მოსვლამ კონგრესში, შესაძლოა აშშ პორტში შესული რუსული დიზელით დატვირთული გემების დ ა პ ა ტ ი მ რ ე ბ ა გამოიწვიოს
საქმე იმაში არის რომ, რუსული დიზელის შესყიდვაზე 2022 წლიდან არსებობს
აშშ კონგრესის სანქცია და ტრამპის 2026 წლის აღმასრულებელი განკარგულება ვერ ცვლის
კონგრესის აკრძალვას
ვითარებას ის ფაქტიც ამძიმებს რომ, ტრამპის პუტინთან უკანონო გარიგებამ დიზელზე—არჩევნების წინ—ამ პროდუქტზე ფასები
გ ა ძ ვ ი რ ა,
დაპირებული გაიაფების ნაცვლად
კრემლშიც ამიტომ აჩქარდნენ… ქართული გვარის
მატარებელ რუს პოლიტიკოსებს რომ აცხადებინებენ:
“თბილისმა—ცხინვალთან, სოხუმთან, ბელორუსთან ერთად—რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელიო”
აშშ რესპუბლიკელი სენატორი წერს ამ ფაქტზე:”ოცნებამ”, ღრმად პროდასავლური
მისწრაფების საქართველო—
ბ ე ლ ო რ უ ს ი ს ექვივალენტად აქციაო”
3 ნოემბრის აშშ შუალედური არჩევნები, როგორც
ჩანს, ბევრ რამეს შეცვლის არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში
მათ შორის—
მოსკოვსა და თბილისში
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…