საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ახალ ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, SNGP-ის ინიციატივები და რეგიონული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების პროცესში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან ჰოფმაისტერი დაესწრნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…