გიორგი კახიანი: გვარამიამ სინანული კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა - ანაღვლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა
გიორგი კახიანის მტკიცებით, ნიკა გვარამიას სინანული ადამიანის უფლებების დარღვევაზე კი არა, იმაზე გამოუთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლებისას ბიუჯეტსა და საჯარო მოხელეებს ეხმარებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე კი არ გამოთქვა, არამედ, იმაზე, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ბიუჯეტს ეხმარებოდა, რათა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გადაეხადათ.
კახიანის განმარტებით, რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.
"ბატონმა გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, სინანული გამოთქვა იმაზე, რომ თურმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა მაშინ ბიუჯეტს, რომელიც ფაქტობრივად იყო გაღლეტილი, რომ ხელფასები გადაეხადათ, მაგალითად, პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე, მან, როგორც ჩანს, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის - უამრავი პროექტი და პროგრამა, რომელიც მის მიერ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს ანაღვლებთ მათ რეალურად: ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და იგი ჩვენი საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობს," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განაცხადა: "[წინა ხელისუფლებას] ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი".
ციტატები სტატიიდან
„ბატონმა გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, სინანული გამოთქვა იმაზე, რომ თურმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა მაშინ ბიუჯეტს, რომელიც ფაქტობრივად იყო გაღლეტილი, რომ ხელფასები გადაეხადათ, მაგალითად, პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე, მან, როგორც ჩანს, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის - უამრავი პროექტი და პროგრამა, რომელიც მის მიერ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს ანაღვლებთ მათ რეალურად: ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და იგი ჩვენი საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობს,“
„[წინა ხელისუფლებას] ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…