ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით, ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები, მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მთელ ევროპაში დემოკრატიული სისტემები მოშლილია, რასაც კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად წარმართული პროცესები განაპირობებს.

მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე.

„ეს არ არის სინამდვილეში ევროკავშირის საკითხი, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც დაეკარგა წვდომა ევროპას მაგალითად იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, შეიქმნა სერიოზული გამოწვევები ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ასევე თქვენ ხედავთ, რომ მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერების რეიტინგები არის ხშირ შემთხვევაში 20 %-ზე ქვემოთ ჩამოსული. ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას, რომ შემოატრიალოს ეს პროცესი უკეთესობისკენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით, მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, ამ ყველაფერს განაპირობებს პროცესები, რომლებიც ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს არ არის სინამდვილეში ევროკავშირის საკითხი, ეს არის იმ ძალების ინტერესებში, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროპის დასუსტება, მათ შორის ეკონომიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება და ამის გამოვლინებაა ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ევროპის ქვეყნებში. იცით, რომ ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც დაეკარგა წვდომა ევროპას მაგალითად იაფ რუსულ ენერგორესურსებზე, შეიქმნა სერიოზული გამოწვევები ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის სფეროში. ბევრი მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ასევე თქვენ ხედავთ, რომ მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით. ლიდერების რეიტინგები არის ხშირ შემთხვევაში 20 %-ზე ქვემოთ ჩამოსული. ამ ყველაფერს განაპირობებს ის პროცესები, რომლებიც კომპლექსურად ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლად, რაც არის ძალიან სამწუხარო პროცესი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა საკუთარ თავში იპოვის იმის ძალას, რომ შემოატრიალოს ეს პროცესი უკეთესობისკენ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: ევროპას აქვს არსებითი პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით, მოშლილია დემოკრატიული სისტემები პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, ამ ყველაფერს განაპირობებს პროცესები, რომლებიც ვითარდება კონკრეტული ძალების მხრიდან ევროპის დასასუსტებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები