ირაკლი კობახიძე: „არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“
ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას „ჩვეულებრივ აბსურდს“ და ცოდვების გადაფარვის ისტერიულ მცდელობას უწოდებს.

„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ, არასერიოზულია ასეთი განცხადებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე. უბრალოდ, არასერიოზულია ასეთი განცხადებები“
„ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საზოგადოება ხედავს იმას, თუ რამდენად მყარია სარჩელი, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…