ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით არარელევანტურია.

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას
ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობასრუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ლევან სამუშიას განუცხადა, რომ მოპასუხე მხარის მოსაზრებები კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით, არარელევანტურია.

კერძოდ, მოსამართლე გამოეხმაურა სამუშიას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ "ქართული ოცნების" ლოგიკას მივყვებით, მმართველი პარტია ანტიკონსტიტუციური გზებით მოვიდა ხელისუფლებაში, რადგან კოალიცია იყო. გოცირიძის თქმით, მსგავსი მოსაზრებები გუშინაც გაისმა, და სარჩელში ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბარი, მოპასუხე მხარის მიერ არასწორად არის გაგებული.

"ვფიქრობ, ეს გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან და მემორანდუმი ჰქონდათ, ბრალდების ფაბულა კი არ არის, ეს მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვა არის - ბრალდება ეფუძნება ერთიანობას, ერთიანობის დამადასტურებელია და არა ცალკე აღებული ის გარემოება, რომ ეს ერთი პარტია მეორესთან თანამშრომლობს. ასე რომ, ეს არ არის რელევანტური. [კოალიციაში ყოფნა] ერთიანობის დამადასტურებლად არის მოყვანილი, მე ასე გავიგე სარჩელი, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა პასუხი გავცეთ ამავე დარბაზშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები