საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომაზე ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის სასაზღვრო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ ფუნქციონირებისა და ვეტერინარიის დარგში.

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.
ამასთან, შეთანხმებები გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…