პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ლელოს" ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც "ქართული ოცნება" რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნებანატო

საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთთან დაკავშირებით დასახული საფრთხეები წარმოსახვითია და სხვა მიზანს ემსახურება.

"ლელოს" ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც "ქართული ოცნება" რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც "ქართული ოცნება" რუსეთთან მიმართებით სახავს.

სიორიძის თქმით, ბრალდება, თითქოს ის რუსეთს აღიზიანებდა და ამის გამო მისი აკრძალვა უნდა მოხდეს, უმძიმესია.

მისივე განმარტებით, გაუმართლებელია მსჯელობა, თითქოს საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით კონფლიქტის მხარეს პოზიცია უნდა დაიკავოს.

"ბრალს მდებენ, თითქოს რუსეთს ვაღიზიანებდი და ამის გამო ჩემი აკრძალვა უნდა მოხდეს. უმძიმეს ბრალდებას მიყენებენ და მაგალითად მოჰყავთ მოსაზრება, რომ საქართველომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყანაა, კონფლიქტის მხარეს უნდა დაიკავოს პოზიცია, რათა რუსეთი არ გააღიზიანოს. მაშინ, როდესაც ფინეთი ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდა.

ეს ის მოცემულობაა, რომელიც 2012 წლის თებერვლის შემდეგ დადგა. ფინეთთან პარალელი მხოლოდ ამ კონტექსტში მომყავს და მასზე ვრცლად არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ ის საფრთხეები, რომლებზეც ახლა "ქართული ოცნება" საუბრობს, წარმოსახვითია და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება", - განაცხადა სიორიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობო„ლელოს“ ლიდერი გიორგი სიორიძე: წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არც ერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი, თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები