ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურის ფარგლებში, 9 ქვეყნის მედიის წარმომადგენლები მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ.

აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ
აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) ორგანიზებით, აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის, შოტლანდიის, სლოვენიის, სერბეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, დანიის, სამხრეთ აფრიკისა და იაპონიის ჟურნალისტები საქართველოს აგრარულ პოტენციალს, ადგილობრივ წარმოებასა და ტრადიციულ პროდუქტებს გაეცნენ.

უცხოელი ჟურნალისტები მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ადგილობრივ მეწარმეებს, ტრადიციული პროდუქტების მწარმოებლებსა და აგროტურისტულ მეურნეობებს ეწვივნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ გასცნობოდნენ ქართული გასტრონომიის, აგრობიომრავალფეროვნებისა და ენდემური ჯიშების შესახებ ინფორმაციას, ასევე იმ ოჯახებისა და მეწარმეების საქმიანობას, რომლებიც ტრადიციულ ცოდნასა და წარმოების მეთოდებს თაობიდან თაობას გადასცემენ.

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ტრადიციული წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქართული გასტრონომიის განვითარებას, უნიკალური ტრადიციებისა და წარმოების მეთოდების შენარჩუნებას და მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“, - განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან ქარუმიძემ.

თიანეთში ჟურნალისტები „მართა ბებოს დამბალხაჭოს“, კახეთში კი „ლაგაზის მეურნეობას“, „ნუმისის“ მარანსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოს „ქართული აგროპროდუქტი“ ეწვივნენ. სტუმრები გაეცნენ დამბალხაჭოსა და კარაქის წარმოების ტრადიციას, ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს, თუშურ კულინარიას, ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდებსა და ადგილობრივი ხილის გადამუშავების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის განვითარებას.

IFAJ-ის პრესტურის მიზანია საერთაშორისო აგრარული მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული სოფლის მეურნეობის, ტრადიციული წარმოების მეთოდებისა და ადგილობრივი პროდუქტების გაცნობა, ასევე საქართველოს აგრარული და გასტრონომიული პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრესტურის მონაწილეები ქართულ ტრადიციულ წარმოებასა და აგრარულ პოტენციალს გაეცნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში ტრადიციული წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, მათი პროდუქციის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქართული გასტრონომიის განვითარებას, უნიკალური ტრადიციებისა და წარმოების მეთოდების შენარჩუნებას და მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე“
ლევან ქარუმიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს IFAJ-ის საერთაშორისო აგრარულ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები