ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა

ნატო

Reuters-ის ცნობით, პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს — ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს — რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა, რადგან ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, მსგავსი მკვეთრი განცხადებები კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა
Reuters: პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდარუსთავი 2

პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავება სთხოვა - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით რიტორიკის შერბილებისკენ ნატო-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას მოუწოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, ევროპელი ლიდერებისა და თანამდებობის პირების ზოგიერთი განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ამასთამ, Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ საჯარო განცხადებებში თავშეკავებისკენ მოწოდება ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეეხო. უცნობია, გავრცელდა თუ არა მსგავსი გზავნილები ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებზეც.

წყაროების ცნობით, ერთ-ერთი, ვინც მსგავსი გზავნილი გაავრცელა, იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, კოლბიმ ცოტა ხნის წინ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ წარმომადგენელს განუცხადა, რომ რუსების პროვოცირება საჭირო არ არის. ამასთან, კოლბიმ მაგალითად მოიყვანა ევროპელი ლიდერების საჯარო განცხადებები, რომ რუსეთი "კუთხეშია მიმწყვდეული".

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო ევროპელი ლიდერების განცხადებებმა, რომ რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ცალკე გამართულ შეხვედრაზე პენტაგონმა ესტონეთის დელეგაციას განცხადებებში "თავშეკავებისკენ" მოუწოდა. ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, პენტაგონის რჩევები მეგობრული ტონით იყო ნათქვამი, თუმცა ამგვარმა მოწოდებებმა გაკვირვება გამოიწვია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობო„როიტერი“: „პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„როიტერი“: „პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები