ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს არჩევნების დელეგიტიმიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს - BBC

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია არაბულ პარტიებს არჩევნების „მოპარვასა“ და უცხოეთიდან დაფინანსებაში ადანაშაულებს, რასაც ოპოზიცია არჩევნების დელეგიტიმიზაციის მცდელობად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა.

ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს არჩევნების დელეგიტიმიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს - BBC
ისრაელის ოპოზიცია ნეთანიაჰუს არჩევნების დელეგიტიმიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს - BBCრუსთავი 2

ისრაელის მთავარი ოპოზიციური ლიდერი გადი აიზენკოტი და არაბული პარტიების ლიდერები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ. მათი განცხადებები, უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს ბრალდებას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგად მისმა კოალიციამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.

ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდმა" ისრაელის არაბულ პარტიებს არჩევნების "მოპარვაში" დასდო ბრალი. ამავდროულად, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახური "შინ ბეტი" იძიებს, მიიღეს თუ არა ამ პარტიებმა უკანონო დაფინანსება კატარისგან და თურქეთისგან.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს "საღ აზრს მოკლებული და სახიფათო" უწოდა, უარყო ისინი და ისრაელელი პოლიტიკოსები დოჰას წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

არჩევნების საბოლოო შედეგებმა დაადასტურა, რომ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერც ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ბლოკმა შეძლო და ვერც ებრაულმა ოპოზიციამ. არაბული პარტიების ორმა საარჩევნო გაერთიანებამ - "ერთიანი სია" და პარტია "რაამ", რეკორდული შედეგი აჩვენა და 120-ადგილიან ქნესეთში 19 მანდატი მოიპოვა.

მედიის განმარტებით, შედეგი არაბ ამომრჩევლებში აქტივობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. ეს შედეგი არაბულ პარტიებს გადამწყვეტი როლის მქონე ძალად აქცევს, რადგან მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, ვინ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.

ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ბლოკმა 53 მანდატი მოიპოვა, ხოლო მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკმა - 48.

ხუთშაბათს, პარტია "ლიკუდმა" განაცხადა, რომ ამომრჩევლებს არაბული პარტიებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ. ეს განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის (CEC) ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც შიდა უსაფრთხოების სამსახურ "შინ ბეტს" მიმართა და უცხოური ჩარევის "სერიოზული ეჭვების" გამოძიება სთხოვა.

ორივე არაბულმა პარტიამ ბრალდება კატეგორიულად უარყო. არაბული მოსახლეობის უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ალიანსმა "ერთიანი სია" ბრალდებას ყოველგვარ საფუძველს მოკლებული უწოდა.

ნეთანიაჰუს კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს დაპირისპირება არაბული პარტიების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობაა. მათი აზრით, ამით ნეთანიაჰუ ცდილობს, პოლიტიკურად შეუძლებელი გახადოს აიზენკოტის თანამშრომლობა არაბულ პარტიებთან. ამჟამად კი, სწორედ მათთან ალიანსის შექმნა წარმოადგენს აიზენკოტის პოლიტიკური ბლოკისთვის ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ გზას.

BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კატარმა არაბულ თემებში ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდის მიზნით ფინანსური დახმარება გამოყო. თუმცა, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ბრალდებები კატეგორიულად უარყო. ნეთანიაჰუმ და მისმა პარტია "ლიკუდმა" ეს ბრალდებები "პოლიტიკური მიწისძვრად" და დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასეს, რომლის მიზანიც მათი მემარჯვენე მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინეთანიაჰუმ ისრაელის არაბ პოლიტიკოსებზე ზეწოლა გააძლიერა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნეთანიაჰუს ბლოკს უმრავლესობისთვის 5 მანდატი აკლდება - ისრაელში შესაძლოა, კვლავ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები