ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისრაელის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ითხოვს უცხოეთიდან შესაძლო ჩარევის გამოძიებას

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ნოამ სოლბერგი უსაფრთხოების სამსახურისგან არჩევნებში უცხოეთიდან შესაძლო ჩარევის გამოძიებას ითხოვს. პარტია „ლიკუდი“ არაბი ამომრჩევლის მობილიზების კატარის მიერ დაფინანსებაზე ეჭვობს, რასაც ოპოზიცია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობას უწოდებს.

ისრაელის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ითხოვს უცხოეთიდან შესაძლო ჩარევის გამოძიებას
ისრაელის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ითხოვს უცხოეთიდან შესაძლო ჩარევის გამოძიებასრადიო თავისუფლება

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნოამ სოლბერგმა შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ დავიდ ზინის მიმართა, გამოიძიონ საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთიდან შესაძლო ჩარევა.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია აერთიანებს სამ ძირითად შტოს: სასამართლოს, პოლიტიკურს და ადმინისტრაციულ-პროფესიულს. კომისიას ყოველთვის ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ისრაელში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ბლოკმა და ვერც ოპოზიციურმა ბლოკმა ვერ შეძლეს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება. სარეკორდო რაოდენობის ხმები მიიღეს არაბთა უმცირესობის ინტერესების გამომხატველმა პარტიებმა.

რის გამოძიებას ითხოვს სოლბერგი?

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ნოამ სოლბერგმა შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ დავიდ ზინის 29 ოქტომბერს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები უცხოეთიდან დაფინანსების გზით არჩევნებზე გავლენის შესახებ.

სოლბერგი აცხადებს, რომ თავად არ შეუძლია ამ ეჭვების დადასტურება, ამიტომ აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობა და დემოკრატიული პროცესის მთლიანობა.

სოლბერგი შიდა უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს, შედეგები კვირის განმავლობაში წარუდგინოს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მმართველი პარტია „ლიკუდი“ ეჭვობს, რომ კატარს შეეძლო დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც არაბი ამომრჩევლების მობილიზაციის მიზნით მუშაობდნენ.

27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაბი ამომრჩევლების აქტივობა 80,3% იყო, წინა, 2022 წლის არჩევნებისას კი - 53,9%. წლევანდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, არაბულმა პარტია „რაამმა“ და სხვა არაბული პარტიების ბლოკმა „ერთობლივი სია“, საერთო ჯამში, 19 მანდატი მოიპოვეს, რაც არჩევნებში მათი მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.

ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდის“ ეჭვები ვერ იქნება არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის მტკიცებულება.

27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისრაელში პირველი იყო ქვეყანაზე ჰამასის თავდასხმისა და საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც „ლიკუდმა“ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, პარტიაში განაცხადეს, რომ არჩევნები „მოპარულია", თუმცა არ მოუყვანიათ უცხოეთიდან არაბული პარტიების დაფინანსების არანაირი პირდაპირი მტკიცებულება.

ოპოზიციური ბლოკის ლიდერმა გადი აიზენკოტმა ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პარტია დაადანაშაულა არჩევნების შედეგების „დელეგიტიმაციის“ მცდელობაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: ისრაელი არჩევნებში უცხოურ ჩარევას გამოიძიებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები