“გეტყვით რა მოხდა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რაზმაძის დატუქსვა უნდოდათ, რა დროსაც „უზდელური“ სიტყვა იპოვეს და ახლა რეჟიმი თავს იმართლებს.

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
გეტყვით რა მოხდა.
რაზმაძის დატუქსვა უნდოდათ.
იპოვა სქროლვის უწყების რომელიღაც გონებასუსტმა სალდაფონმა “უზდელური” სიტყვა, ოღონდ იმას აღარ შეხედა, ვის მიემართებოდა და რას გამოიწვევდა.
ასრიალდნენ.
ახლა ნახევარ ქართულ ფბ-ს მარგარიტა სიმონიანი ყავს აგდებული და მკვდარ-ცოცხალი ამოტრიალებული, და რეჟიმი
თავს იმართლებს, პრემიერს შეაგინაო .
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.