ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც საქართველოში ბობოქრობდა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არსებულ სისასტიკესა და სადიზმს ტერმინი „ადამიანის უფლებების დარღვევა“ არ შეესაბამება. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ასახული სისტემური დარღვევები და ტერიტორიების დაკარგვა რეალობას ასახავს.

გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც საქართველოში ბობოქრობდა
გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე: ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც საქართველოში ბობოქრობდაიმედინიუსი

ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც ბობოქრობდა საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ის, რაც წერია საკონსტიტუციო სარჩელში, საქართველოში რეალურად ხდებოდა.

„რეალურად ხდებოდა ის, რაც წერია სარჩელში. რეალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა. ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც ბობოქრობდა საქართველოში.

რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვას, ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო დონეზე განხილული რეზოლუცია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა სერგო შავაძის საქმეც.

„არაფერი აქვს მტკიცებულება და მოღალატეაო, - ამბობს [სააკაშვილი]. სერგო შავაძე გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეს და დახვრიტეს. ასეთი ერთი შემთხვევაც კი ნებისმიერ დემოკრატიაში იქნებოდა დასასრული ნებისმიერი რეჟიმისა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეალურად ხდებოდა ის, რაც წერია სარჩელში. რეალურად ხდებოდა ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური დარღვევა. ადამიანის უფლებების დარღვევა ის განსაზღვრება არ არის, რომელიც შეესაბამება იმ სისასტიკესა და სადიზმს, რომელიც ბობოქრობდა საქართველოში. რაც შეეხება ტერიტორიების დაკარგვას, ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო დონეზე განხილული რეზოლუცია“
გიორგი ვოლსკი
„არაფერი აქვს მტკიცებულება და მოღალატეაო, - ამბობს [სააკაშვილი]. სერგო შავაძე გადაიყვანეს ქუჩის მეორე მხარეს და დახვრიტეს. ასეთი ერთი შემთხვევაც კი ნებისმიერ დემოკრატიაში იქნებოდა დასასრული ნებისმიერი რეჟიმისა“
გიორგი ვოლსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოფო ნიკოლაიშვილი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს საფუძვლად უდევს: მე, რომ მკითხოთ ეს დოკუმენტი უნდა იყოს უნივერსიტეტებში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფაშიზმის ქრონიკები. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. ეს არის მსხვერპლების მიერ მოყოლილი შემზარავი ფაქტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები