ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იტალიელი სენატორი ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და სხვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო

იტალიის სენატორმა ფილიპო სენსიმ თავის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან და ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვოს.

იტალიის სენატის სხდომაზე, დემოკრატიული პარტიის (PD) სენატორმა ფილიპო სენსიმ საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა.

მან იტალიის მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს „შემრიგებლური“ დიპლომატიური შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან და კატეგორიულად მოითხოვოს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღობელის და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

საკუთარ გამოსვლაში, სენსიმ ვრცლად ისაუბრა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. მისი თქმით, საქართველოს რეჟიმმა ოპოზიციონერი ლიდერი გამოგონილი მიზეზით წელიწადნახევრიანი პატიმრობით დასაჯა, ციხეში კი მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება.

„დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ის სამედიცინო დაწესებულებაში ინვალიდის ეტლით, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი იერით. თუმცა, მაინც პოულობს ძალას დაიყვიროს, რომ გაუძლებს და იბრძოლებს ბოლომდე, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად თითებს აღმართავს და წინააღმდეგობის ნიშნად მუშტს კრავს,“ — განაცხადა იტალიელმა სენატორმა.

გამოსვლისას ფილიპო სენსიმ ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს. მან აღნიშნა, რომ უკვე 700 დღეა, რაც ახალგაზრდები თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავენ. სენატორმა ასევე გაამახვილა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის უწყებები მთავარი ოპოზიციური პარტიების გაუქმებას გეგმავენ, რაც რეჟიმისთვის სასურველ შედეგს წარმოადგენს.

იტალიელმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა იტალიის მთავრობის ამჟამინდელი პოზიციაც. მისი თქმით, მაშინ, როცა საქართველო ევროპელებს “შემრიგებლურ” სახეს აჩვენებს და იტალიის მთავრობაშიც პოულობს დიალოგისა და თანამშრომლობის სივრცეს, ეს ყველაფერი ასობით დაპატიმრებული ადამიანის თავისუფლების ფასად ხდება.

„რასაც ვითხოვ, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ციხეში საკუთარი იდეების გამო იმყოფებიან იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს გამიზნული,“ — დასძინა სენსიმ.

სიტყვის დასასრულს იტალიელმა დეპუტატმა სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ მომიტინგეებს, რომლებიც ქუჩაში წინააღმდეგობას განაგრძობენ და ელენე ხოშტარია შეუდრეკლობის მაგალითად მოიყვანა.

გამოსვლა ფილიპო სენსიმ ქართული სიტყვით — „გაუმარჯოს!“ — დაასრულა.

ნახვა Facebook-ზე

ფილიპო სენსი არის იტალიელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი, იტალიის სენატის წევრი (წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ „დემოკრატიულ პარტიას“). სენსის წარსულში უმუშავია იტალიის პრემიერ-მინისტრების, მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის პრესსპიკერად.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეჰყავთ ის სამედიცინო დაწესებულებაში ინვალიდის ეტლით, მოკლე თმით, ძალიან დაღლილი იერით. თუმცა, მაინც პოულობს ძალას დაიყვიროს, რომ გაუძლებს და იბრძოლებს ბოლომდე, შემდეგ კი გამარჯვების ნიშნად თითებს აღმართავს და წინააღმდეგობის ნიშნად მუშტს კრავს,“
„რასაც ვითხოვ, არის ის, რომ ჩვენმა მთავრობამ, დიპლომატიური შეხვედრების გამართვის ნაცვლად, მტკიცედ მოითხოვოს ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომლებიც ციხეში საკუთარი იდეების გამო იმყოფებიან იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც საქართველოსთვის ბელარუსული სცენარი აქვს გამიზნული,“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები