გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა”
„ხალხის ძალის“ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოება მხარს უჭერს პარტიების – „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ სამართლებრივ აკრძალვას, რადგან მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა.

„საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ საზოგადოება მხარს უჭერს „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ სამართლებრივ აკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში იქნებოდა პროტესტი.
„საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს. პარტიები – „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა. საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრები 4 ოქტომბრამდე არ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორ ხსნიან ამას? რატომ შევიდნენ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში? ერთი ფაქტი დაასახელონ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დააანონსა აქცია ან რაღაც გააპროტესტა და გახარიას პარტიამ ან „ლელომ“ წინააღმდეგობა გაუწია.
ვის მოატყუებს გვარამია, ე.წ. „ახლები“ რომ დაირქვა – სხვა პარტიაა და არა „ნაცმოძრაობა“? გამოკითხვის პრინციპით 1000 კაცს რომ ვკითხოთ, ნიკა გვარამია რომელი პარტიის წევრიაო, რას უპასუხებენ? რასაკვირველია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
კანონში პირდაპირ წერია, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან, უნდა აიკრძალონ. ასევე, აკრძალული პარტიის დამფუძნებელი ან ლიდერი სხვა პარტიას თუ შექმნის სხვა სახელწოდებით და იმავე ქმედებებს გაიმეორებს, რის გამოც თავის დროზე აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ბუნებრივია, ასეთი პარტიებიც მორიგ ჯერზეც აიკრძალება, თუ მოსარჩელე შეიტანს სარჩელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„საზოგადოებას ვერავინ მოატყუებს. პარტიები – „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა. საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერა, როგორც წესი, არ იმალება. „გახარია საქართველოსთვის“ წევრები 4 ოქტომბრამდე არ შემოვიდნენ პარლამენტში და როგორ ხსნიან ამას? რატომ შევიდნენ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საკრებულოებში? ერთი ფაქტი დაასახელონ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დააანონსა აქცია ან რაღაც გააპროტესტა და გახარიას პარტიამ ან „ლელომ“ წინააღმდეგობა გაუწია. ვის მოატყუებს გვარამია, ე.წ. „ახლები“ რომ დაირქვა – სხვა პარტიაა და არა „ნაცმოძრაობა“? გამოკითხვის პრინციპით 1000 კაცს რომ ვკითხოთ, ნიკა გვარამია რომელი პარტიის წევრიაო, რას უპასუხებენ? რასაკვირველია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. კანონში პირდაპირ წერია, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადიან, უნდა აიკრძალონ. ასევე, აკრძალული პარტიის დამფუძნებელი ან ლიდერი სხვა პარტიას თუ შექმნის სხვა სახელწოდებით და იმავე ქმედებებს გაიმეორებს, რის გამოც თავის დროზე აიკრძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ბუნებრივია, ასეთი პარტიებიც მორიგ ჯერზეც აიკრძალება, თუ მოსარჩელე შეიტანს სარჩელს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…